spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წინა ვიზიტთან შედარებით უფრო მშვიდად გამოიყურებოდა.

 

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი წუხს, უკრაინაში ომი არ დაიწყოს.

 

“მე მოვინახულე, ესე რომ ვთქვათ, რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება, მოვინახულე უბრალოდ, იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის შვიდი ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა, რადგან შემიძლია მივიდე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, როდესაც შევძლებ მე თვითონ და მოვახერხებ და მოვინახულო, ამიტომ, ეს არის ჩემი ვალდებულება და ვაკეთებ ამას და მივდივარ. დღეს ამჯერად რაც გავაკეთე, იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება, შევხვდით, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები