spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პროკურორი – დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში თვითონ არიან

17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე პროკურორმა ალექსანდრე ჩხაიძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ბრალდებულები უარყოფენ, რომ კადრებში ისინი არიან, თუმცა მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში.

 

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე, მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს ვიდეო-ჩანაწერი“, – განაცხადა პროკურორმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები