spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ “ანტიკორუფციული მოძრაობის” შექმნას მიესალმება.

 

“მივესალმები ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას. პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

 

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და “ხელისუფლებას” ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

 

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.

 

წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები