არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე.
ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს ითხოვდნენ. არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაკავებული პატრულ-ინსპექტორის ნუგზარ ბაქრაძის ადვოკატი 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, მეორე ბრალდებულის კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.
ადვოკატის თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი, არ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული.
წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.