spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გლდანში, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, გლდანის რაიონში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია.

 

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა.

 

შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა.

 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები