spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხელაშვილი – “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იყო ის, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ყოფილიყო გათვლილი წლებზე

საქართველოს პარლამენტმა, უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის ფონზე, მსოფლიოში ყველა ქვეყნის პარლამენტებს შორის პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. დღეისათვის კი, უკრაინაში მხარდამჭერი რეზოლუცია მხოლოდ პოლონეთის სეიმში მიიღეს. დოკუმენტზე „იმედის კვირასთან“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა. 

 

“რეზოლუცია მიემართება გაცილებით ფართო, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მეორე – საპარლამენტო რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამოყენების ვადა არ აქვს განსაზღვრული. შესაბამისად, 1, 5 და 10 წლის მერეც მას ექნება პოლიტიკური წონა. ამიტომ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო გათვლილი წლებზე და არა მიმდინარე მომენტის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე“, – განაცხადა ხელაშვილმა. 

 

მან რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება. 

 

“რუსეთი მოითხოვს გავლენის სფეროს პოსტსაბჭოურ სივრცეში და მიუთითებს 1997 წლის ვითარებაზე. დასავლეთი სთავაზობს, რომ ეს ურთიერთობა გრძელვადიანი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს, რომლის პირობებშიც ისინი დაახლოებით იგივე ნაბიჯებს გაივლიან, რაც საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა 70-იან – 80-იან წლებში გაიარეს, სანამ ურთიერთმისაღები ძალთა წონასწორობას მიაღწევდნენ – როგორც პოლიტიკურად და დიპლომატიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. იმის იმედით, რომ ამ პერიოდში რუსეთის პოზიციები შერბილდება და მოხდება რეგიონის ტრანსფორმაცია უფრო უსაფრთხო პოლიტიკური ურთიერთობისკენ. აი ამ უზარმაზარ სურათში დღეს ამოსავალი წერტილი არის, რომ აქ არ მოხდეს ეს რღვევა. ეს თუ მოხდა, ამ შემთხვევაში მთელი გლობალური სურათი შეიძლება აირიოს და ჩვენ, ქართველები, აღმოვჩნდეთ ჩათრეულები ძალიან არაპროგნოზირებად და სახიფათო პროცესში. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა, ისევე როგორც უკრაინის ამოცანა და ასევე დასავლეთის პოზიცია არის რომ როგორმე პროცესი გადავიდეს მშვიდობიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმში, როგორც დიდ მოთამაშეებს შორის – ვგულისხმობ ამერიკას და რუსეთს, ნატოსა და რუსეთს, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განმარტავს ხელაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები