spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

გაფიცვის 34-ე და შიმშილობის მეორე დღე “ევოლუშენ ჯორჯიაში” – კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.

პროტესტის ნიშნად სამი თანამშრომელი მეორე დღეა, შიმშილობს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, შიმშილობის მიუხედავად, კომპანიას ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. მათივე თქმით, პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

“იმის მიუხედავად, რომ უკიდურეს ფორმას უკვე მივმართეთ, კომპანიას არ გადმოუდგამს ნაბიჯები და არ დაუწყია პრობლემური საკითხების მოგვარება.

ჩვენთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ჰქონია. ამის მაგივრად აორგანიზებს ჯგუფს, აორგანიზებს კონტრაქციას გაფიცულების წინააღმდეგ და ასეთი რაღაცებით არის დაკავებული”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
აზარტული თამაშების წარმდგენ კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიაში” თანამშრომლები უკვე 34 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები