spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

ყოვლადუწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა, დალოცა, წარმატებები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უსურვა და უთხრა, რომ უნდა ეამაყებოდეთ ქართველობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ყოვლადუწმინდესთან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მომსახურების სააგენტოს დორექტორი სალომე დოლიძე, მამა მირიანი და სამინისტროს წარმომადგენლები.

მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე  ისაუბრეს, განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

ყოვლადუწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავტორიტეტსა და მრავალწლიან ღვაწლზე მართლმადიდებლურ სამყაროში და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების თურქეთის რესპუბლიკაში მოწყობას დაჰპირდა.

მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ორგანიზებით, 100-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა, ათენსა და როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკებში ორი კვირის განმავლობაში – ინტელექტუალურ, შემეცნებით და სპორტულ  აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

“უდიდესი პატივია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრა, მადლობას ვუხდი მასპინძლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ გულმოდგინე ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო უკვე რამდენიმე წელია იჩენს ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელების საქმეში.

დასაფასებელია ყოვლადუწმინდესის უშუალობა და უბრალოება, მინდა ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა ვუსურვო“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები