spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია იმართება

არა გაძვირებულ ცხოვრებას – ამ გზავნილებით საქართველოს ქალაქებში ერთდროულად საპროტესტო აქციები იმართება.  მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და გაძვირებულ ფასებს აპროტესტებენ. 

 

თბილისში მოქალაქეები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბენ, სადაც მოქალაქეებთან ერთად სამართალდამცველების  უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. 

 

ქუთაისში აქციის მონაწილეები მერიის ადმინისტრაციიული შენობის წინ შეიკრიბნენ, აქციები იმართება ფოთსა და  ქობულეთში. 

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩინოვნიკების სიმდიდრის ფონზე, უმუშევრობისა  და აუტანელი სოციალური პირობების გამო მოქალაქეები იძულებული ხდებიან  ქვეყანა დატოვონ  თავშესაფარი უცხო ქვეყნებში ეძებონ.

 

“ყველა უბედურება ქვეყანაში  ბიძინა ივანიშვილიდან და „ქართული ოცნებიდან“ მოდის, “საქართველო ქართველების გარეშე”, –  ესაა მათი ოცნება და გეგმა. სამშობლოდან გადახვეწის სტრატეგია აქვს დაანონსებული ბიძინა ივანიშვილს,  ყოველდღიურად გარბიან ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან,  საქართველო არის ათეულში იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში  თავშესაფარს ეძებენ, ეს უნდა დავასრულოთ”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი  მუმლაძე. 

 

აქციები “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები