spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული აცხადებს, რომ მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო

გორში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

დღევანდელ პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა 10-ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

დაკავებულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ  შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მან მოსამართლეს თავზე მიყენებული დაზიანებაც აჩვენა.

 

“ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე, არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრიე ჩემი სახლიდანო. სულ ასეთ ცემა-ტყეპაში ვიყავი. მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც.

 

ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს“, – აღნიშნა მან პროცესზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები