უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის სუჯაში მტრის ძებნა და განადგურება დაასრულეს. დღის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რაიონებში დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
“თავდაცვის ძალების ჯგუფები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას კურსკის რეგიონში. დღის დასაწყისიდან ჯარები გარკვეული მიმართულებით ერთიდან ორ კილომეტრამდე დაწინაურდნენ“, – განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, სოფელ სუჯაში მტრის ძებნა და განადგურება დასრულდა.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, უკრაინელმა სამხედროებმა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე აიყვანეს.
“მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობს, ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭების სახლში დაბრუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირსკისთან საუბრისას.