spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, ეს ხდება შენი მითითებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

 

“მე მინდა, მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი პირადი ექიმი წერს, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. 

 

ივანიშვილის ბრძანებით ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს პრობლემები პირველად ცხოვრებაში ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.

 

ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ეს ხდება შენი მითითებით. ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენკენ გამოიშვერს ხელს. ან იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება დამთავრდება ლეტალური შედეგით. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები