spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგი კაპანაძე – ცხინვალის რეგიონის ანექსია სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს

ცხინვალის რეგიონის ანექსია სამწუხაროდ,  ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ ამავე თემაზე  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

 

მისი თქმით,  საქართველოს დაკარგული აქვს ანექსიის  შეკავების ბერკეტები.

 

“ცხინვალის რეგიონის ანექსიისათვის სიტუაცია სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ არის უკვე მომწიფებული.  პრაქტიკულად, ადგილზე   წინააღმდეგობა  არ არსებობს.  საქართველოს დაკარგული არის ბერკეტები,  თუ როგორ უნდა  შეაკაოს  ანექსიის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ცხინვალის ანექსია  ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ხელისუფლება მეტად  აქტიურად უნდა მუშაობდეს  ანტიანექსიურ სტრატეგიაზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი პროვოკაციებისათვის ემზადება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის ანექსიისათვის. მისივე თქმით,  თუ ეს მოხდა,  სამწუხაროდ, საქართველოს უკვე აღარავინ დაეხმარება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები