spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად აქტიურ ოპოზიციურ ლიდერს, ვის მიმართაც არ მიმდინარეობს დევნა

ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად აქტიურ ოპოზიციურ ლიდერს, ვის მიმართაც არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი, ან ადმინისტრაციული წესით დევნა, – ამის შესახებ Front News-ს „სტრატეგია აღშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ  განუცხადა. 

 

მისი თქმით, მმართველი პარტია იმ ფონზე,  როდესაც სასამართლო რეფორმის მართლმსაჯულების შეფასებაზე საუბარს იწყებს, აგრძელებს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ჩვეულ პრაქტიკას. 

 

“სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ სამართალდაცავ უწყებებსა და სასამართლოს  პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის იყენებს. ჩვენ არაერთი საქმე ვიცით ამ ტიპის, ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად აქტიურ ოპოზიციურ ლიდერს, ვის მიმართაც არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი, ან ადმინისტრაციული წესით დევნა, ჩვენს აქტივისტებსაც კი,  უბრალო ადამიანებს, რომლებიც აქციებზე იმყოფებოდნენ,  დაახლოებით 76 ათასი ლარის ჯარიმა აქვთ გამოწერილი ამ სასამართლოს პირობებში.  ესაა ნათელი დადასტურება იმის,  რომ „ქართული ოცნება“ ფორმალურად ცდილობს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას და არ უნდა შინაარსში შესვლა, რისი საშუალებაც,  რა თქმა უნდა,  არ უნდა მივცეთ.

 

“ქართული ოცნების“ პირობებში  სასამართლო რეფორმის განხოერციელების არ მჯერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და  პროცესი უკონტროლოდ მივუშვათ.  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ცრუ მოლოდინებიც არ გვინდა გვქონდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ. 

 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის  დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნის დაწყებას,  მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. 

 

“დავით კირკიტაძის დევნა, მის მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ხდება პოლიტიკური ნიშნით, რადგან დავითი არის აქტიური რუსთავის და ქვეყნის მასშტაბით. „ქართულ ოცნება“ ცდილობს ეს გამოიყენოს მასზე ზემოქმედებისთვის, რაც ჩემი აზრით, ფუჭი მცდელობაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ. 

 

მმართველმა პარტიამ პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის შეფასებაზე ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობა დაიწყო. ამ ფონზე კი,  მორიგი ოპოზიციონერი ლიდერის დავით კირკიტაძის წინააღმდეგ  წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე წამოიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები