spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – პიკი არ გადაგვიგორებია, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია

პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

 

“ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით, რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

 

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები