spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ახლა უპატრონოდ აგდია

კოალიცია “ერთიანობის” წევრის გია ჯაფარიძის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა.

“2 საათის წინ გავიგე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი დახმარება ყოფილა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც საბაჟოც არის, ისეთი აპარატის დამონტაჟება, რომელიც შეძლებს, შეამოწმოს, მათ შორის, მანქანები. ეს აპარატურა 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების უკვე იქ არის, მაგრამ აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა უპატრონოდ აგდია.

ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, მოხმარდეს, მათ შორის, საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული”, – განაცხადა ჯაფარიძემ “ფორმულას” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები