უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქში ოპერაციის ჩატარება შეუძლებელს ხდის მოწოდებებს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე საუბარი სხვაგვარად გამოიყურება.
“ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა გაიყინოს იქ, სადაც არის. ანუ რუსეთი უნდა გაიყინოს თავისი საოკუპაციო ძალებით უკრაინის ტერიტორიაზე. რადგან მაშინ კურსკის ოლქი უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება. ამიტომ, ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
კურსკის ოლქში ბრძოლები კვირაზე მეტია, მიმდინარეობს.