spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობი პირები კიევში გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ. 

 

“უკრაინსკაია პრავდა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს, თავდასხმის სავარაუდო მოტივად საქართველოში მის საქმიანობას ასახელებენ.

 

ზურაბ ადეიშვილი ამ დროისთვის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები