spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის  ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება.

 

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალება სახურავი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მესხეთის ქუჩის N35 და N61  მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 

 

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები