spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – რასაც ვხედავთ, ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა მხოლოდ რუსეთის ინსტრუქტაჟით იმართება

ჩვენი დასავლელი პარტნიორის ლანძღვა და ცალკეული ჯგუფის ლობისატობაში დადანაშაულება “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ხელწერაა, – ამის შესახებ Front News-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა  მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, არ იცის პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა რა წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან ევროპელი ლიდერების იგნორირების შესახებ, თუმცა “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ ის რუსეთის ინსტრუქტაჟით იმართება. 

 

“არ ვიცი,  მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე რა წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადებები,  მაგრამ რასაც ვხედავთ, ცხადყოფს, რომ  “ქართული ოცნების” პოლიტიკა  მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინსტრუქტაჟით იმართება.  სხვანაირად  ვერ გაბედავდნენ  ჩვენ პარტნიორებთან ასეთი ტონით ლაპარაკს. ის,  რომ შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმის გამო, რომ მას არ ეცალა, ასევე “ქართული ოცნების” ლიდერების  ღია თავდასხმებს  დასავლელ პარტნიორებზე,  იქნება ეს ამერიკელი სენატორების,  ევროპელი პარლამენტარების, თუ ნებისმიერი  ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება ცალკეული ჯგუფის ლობისტობაში, არის “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ხელწერა “, –  განაცხადა ნონა მამულაშვილმა. 

 

რაც შეხება რუსეთის სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით,  მამულაშვილი აცხადებს, რომ პუტინის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია, თუმცა საქართველოში მას სასურველი ხელისუფლება უკვე ყავს.  

 

“პუტინის პოლიტიკა არაპროგნოზორებადია, თუ ჩათვალა, რომ საქართველოს თემის აქტუალიზება მას რეიტინგს გაუზრდის,  შესაძლოა,  ასეც მოიქცეს, მაგრამ რაში ჭირდება პუტინს საქართველოში  შემოჭრა, როდესაც ასეთი ხელისუფლება ყავს აქ.  ტერიტორიებს ყოველდღე ვკარგავთ, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის გატაცების რაოდენობა პროცენტულად ძალიან გაზრდილია და ამაზე საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს. მეტი რაღა უნდა ქნას? “,  – განაცხადა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები