spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ზურაბიშვილს 2013 წელსაც უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ ივანიშვილი არ ხვდებოდა, არ ვიტყვი, რა სიტყვებით მოიხსენიებდა

სალომე ზურაბიშვილს 2013 წელსაც უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ მას ბიძინა ივანიშვილი არ ხვდებოდა, არ ვიტყვი, მაშინ ბიძინა რა სიტყვებით მოიხსენიებდა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

 

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს, ან სხვას პოლიტიკურ საკითხებზე არ ხვდება, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესები ივანიშვილის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს. 

 

“სალომე ზურაბიშვილთან ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა არასდროს  უნდოდა. 2013 წელს როდესაც ჩვენ პრეზიდენტად ვაყენებდით მარგველაშვილს, ზურაბიშვილს მაშინაც უნდოდა პრეზიდენტობა, ჩემთანაც ჰქონდა ასეთი თხოვნა.  

 

არ ვიტყვი, მაშინ ბიძინა რა სიტყვებით მოიხსენიებდა, მაგრამ საერთოდ არ ხვდებოდა. ახლა მითუმეტეს… მისთვის პრეზიდენტი არ არის ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი ფიგურა.

 

რაც შეეხება ეროვნული თანხმობის თემას, ივანიშვილმა იცის, რომ ეს თემა მკვდრადშობილია. პრეზიდენტის ეს მოძრაობები, ბიძინას აწყობს კიდევაც. გარკვეულწილად ალიბს იქმნის, მეორე – ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქალს „მარტო სახლში“ ფილმს ატარებინებს, ასეთი სიუჟეტი აქვს, ამით ისევ ბიძინას სააქმე კეთდება, ლაი-ლაი, განცხადებები მისთვის არ არის პრობლემა“, –  განაცხადა ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

 

მისი თქმით, ექსპრემიერს პრობლემას მხოლოდ   ქმედება  შეუქმნის, თუმცა ამ  ნაბიჯს ზურაბიშვილი არ დგამს.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემა ივანიშვილისთვის არც წინამორბედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს  შეუქმნია, რადგან  არც მან  გადადგა საჭირო ნაბიჯები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები