spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა შუამავალი კომპანიების საქმიანობის შედეგად ხდება

გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა შუამავალი კომპანიების საქმიანობის შედეგად ხდება, რომლის დოკუმენტების გასაჯაროებას ვითხოვთ, – ამის შესახებ Front News-ს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, დოკუმენტების გასაჯაროების  შემთხვევაში,  გამოჩნდება მათი ბრალდებები უსაფუძვლოა თუ არა,  თუმცა ამ მოთხოვნაზე სემეკმა უარი უთხრა, რის შემდეგ “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრებმა ელექტროენერგიის შემსყიდველ კომპანიას  “ესკოს” მიმართეს,  უარის შემთხვევაში კი, მათ სასამართლოსათვის მიმართვის გზა რჩებათ. 

 

“გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ტარიფების გაზრდა ხდება იმის გამო, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, ოკუპანტი რუსეთიდან გამჭვირვალე ხელშეკრულებით კი არ ხდება, არამედ ამაში ჩართულია შუამავალი კომპანიები, რომლებიც არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის, მათ შორის უჩა მამაცაშვილის  საკუთრებაში. 

 

ამიტომაც მოვითხოვეთ კონკრეტული ხელშეკრულებების გასაჯაროება, რომლებიც 2020 წლის შემდეგ გასაიდუმლოებულია. თუ ეს ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალე იქნება, გამოჩნდება ჩვენი ბრალდებები რეალურია თუ არა.  წესით,  ეს მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს.

 

მაგრამ ამ დოკუმენტებს არ ასაჯაროებენ, თუ “ესკოსთანაც” ვერ მივაღწიეთ გასაჯაროებას,  ამ შემთხვევაში  სასამართლოს უნდა მივმართოთ. რეალურად,  ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია, რადგან  ტარიფები იზრდება და  მოსახლეობისათვის ეს  მძიმე ტვირთია”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები