spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში “ვაქცინაციის მარათონი“ გაიმართა

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, დღეს ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,ვაქცინაციის მარათონი“ გაიმართა.

 

იმუნიზაციის პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული იმუნიზაციის პროცესში. “ვაქცინაციის მარათონს“ დღეს ქვედა სიმონეთის მაცხოვრებლები შეუერთდა. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით სოფლის ამბულატორიაში გაიკეთონ ,,სინოფარმისა“ და ,, სინოვაკის“ პირველი და მეორე დოზა, ასევე დამატებით ბუსტერდოზაც. იმუნიზაციის პროცესი გრძელდება და შაბათს, ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება. ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რაც ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას გულისხმობს. იმუნიზაციის პარალელურად, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება“,-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

 

ვაქცინაციის კამპანია გრძელდება და საბოლოოდ მოიცავს ყველა იმ ადგილს, სადაც მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

 

12 თებერვალს, ზედა სიმონეთის ამბულატორიის შენობაში ვაქცინაცია დაიწყება 10:00 საათზე და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად გრძელდება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები