spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისში ტურისტი სცემეს

ქუთაისში ტურისტი სცემეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

 

დაზარალებული კლინიკა „უნიქალმედში” გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათთან რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. 

 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა. ექიმის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

 

როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები