“ქართული ოცნება” დიდ შავ ფულს დახარჯავს ახლა, გამოცლილი აქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეეცდება ბევრი ფულის დახარჯვას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნებას” სჭირდება ხალხი, ვინც შესწირავს ფულს, რაც კანონდარღვევაა.
“ბიზნესი არის წნეხის ქვეშ, არის კორუფციული ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტიდან სარგებელს იღებს და მეორე კატეგორია, ვინც წნეხის ქვეშ არის თუ არ შესწირავს “ქართულ ოცნებას” პრობლემა იქნება.
“ქართული ოცნება” დიდ შავ ფულს დახარჯავს ახლა, გამოცლილი აქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეეცდება ბევრი ფულის დახარჯვას. ფულის გათეთრებაში, აგერ ვხედავთ ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ ქოლ-ცენტრების მთელი სისტემა აქვთ დაქოქილი იმისთვის, რომ შავი ფული იშოვონ და მოახმარონ მათ პარტიას და პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, სჭირდებათ ხალხი, ვინც შესწირავთ ამ ფულს. ეს არის კანონდარღვევა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.