spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა გამყრელიძე – დიდი ომის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, ამის შესაძლებლობა რუსეთს არ აქვს

დიდი ომის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, ამის შესაძლებლობა რუსეთს არ აქვს, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა  მამუკა გამყრელიძემ განუცხადა.  

 

მისი თქმით, რუსეთი ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის ცნობისათვის ემზადება. 

 

“დიდი ომის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, ამის შესაძლებლობა რუსეთს არ აქვს, არც სამხედრო და არც  ეკონომიკური ძალა. რაც მთავარია, აღარ აქვს დასაყრდენი მარიუპოლის და ოდესის რეგიონში, 2014 წელსაც ვერ გაბედა, როდესაც მოსინჯა სიტუაცია, მაგრამ ძალიან სერიოზული მზადება მიდის დუმაში, რომ ცნონ ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობა. ამისათვის ჯერ უნდა დაადანაშაულოს უკრაინა მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში,  ეს შესაძლებლობას მისცემს მას შეიყვანოს ჯარი ამ რეგიონებში, რასაც ახლა ვერ აკეთებს”, – განაცხადა გამყრელიძემ. 

 

რაც შეეხება მოწოდებებს აშშ-ის მოქალაქეებისსთის უკრაინის ტერიტორიების დატოვების შესახებ, გამყრელიძის განცხადებით, აშშ  ავღანეთის გამოცდილებიდან მოქმედებს  და პრევენციულ ზომებს იღებს. 

 

აშშ-ის ხელისუფლების მაღლჩინოსნების განცხადებებით, რუსეთი უკრაინაში, შესაძლოა,  ნებისმიერ დროს შეიჭრას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები