spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაკურიანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წაქაძის ქუჩაზე და სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება. 

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 561 772 ლარია გამოყოფილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები