სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა.
13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
სხვადასხვა მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სამებასთან კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა.