დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, მათ ძლიერი აფეთების ხმა გაიგეს, რის შემდეგ მე-7 სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო -სამაშველი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ამ დროისათის ცეცხლი ჩამქრალია, თუმცა დაკვალიანება ისევ რჩება.
ჯერჯერობით აფეთქების მიზეზი უცნობია, თუმცა მეზობლების თქმით, ოჯახი გაზის გამათმებელს იყენებდა.
ამ დროისათვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.