“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” განცხადებას ქვეყნის ღალატს უწოდებს.
“მე არ მეშლება, როცა ხაზგასმულად ვამბობ სიტყვა – ღალატს. არსებობს საკითხები, რომელიც დგას ყველა პოლიტიკურ ინტერესს მიღმა და ყველა პოლიტიკურ ინტერესს ზემოთ.
თუ რამეს არ სჭირდება დადგენა ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის ქართული ოცნება. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის მკაფიო მაგალითი ამისი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში
საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს. მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში არ დაუდანაშაულებია. ერთადერთი გამონაკლისი პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოსავე ხელისუფლება და “ქართული ოცნება”.
არ დააყოვნა რუსეთმა რეაგირება და გაეროში, უშიშროების საბჭოზე რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელმა დიმიტრი პოლიანსკიმ პირდაპირ განაცხადა – “ახლა, საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში, ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულად გადაურჩა ტყვიებს”. – აქ უკვე მეორე განცხადებაა “ქართული ოცნების” დამატებული, ირაკლი კობახიძის ყბადაღებული განცხადება, თითქოს ევროკავშირი კლავდა.
ხისტად უნდა ითქვას, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენ სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვაძლევთ ამისას…
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში, არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, დაიწყოს საჯარო სასამართლო “ქართული ოცნების” მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად. ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.