spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

 

კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78 დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი წავიდა; ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინაღმდეგი; შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი, ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, ცხრა წინააღმდეგი. სულ რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარს დაუჭერდნენ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები