ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება შენობის სრული რეაბილიტაცია.
“ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – საბავშვო ბიბლიოთების რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს არის უკვე მოძველებუული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემები, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, გადაიხურება სახურავი, მოპირკეთდება შენობის ფასადი.
ასევე, შენობას ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.