ხუთშაბათს, 15 აგვისტოს, ირკუტსკის ოლქში რუსული ბომბდამშენი Tu-22M3 ჩამოვარდა.
რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბდამშენის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
ცნობილია, რომ ჩამოვარდნამდე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია.