ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გარდაცვლილი ჩვილი ფოთში 14 თებერვალს იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. პროკურატურა აცხადებს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.