ხელისუფლება ისეა გათავხედებული, არ გრძნობს არავითარ დისკომფორტს, – ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ხელისუფლების კონტროლის ისეთ ბერკეტზე უარის თქმა, როგორიც საპარლამენტო კონტროლია, შეცდომა იყო.
“პარლამენტში არშესვლა და ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება იყო სერიოზული შეცდომა. საპარლამენტო სიები თვითონვე ჩაიხსნეს, რაღაცა მაგარ ბიჭობას ამტკიცებდნენ, 7 თვე შეიძლება შესვლა- არშესვლაზე იწილო-ბიწილო გამართო? შემდეგ მიშელის დოკუმენტი იყო ძალიან სერიოზული მიღწევა, ეს დოკუმენტი ფაქტობრივად თავზე გადაახიეს ევროკავშირის მაღალჩონოსანს. შესაბამისად, დღეს ოპოზიციას ევროპული მხარდაჭერა როგორიც ჰქონდა ადრე, აღარ აქვს.
კარგი ხელისუფლება არის კარგად გაკონტროლებული ხელისუფლება, ხელისუფლება კონტროლდება საპარლამენტო ბერკეტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბერკეტებით, სასამართლოებით, არასამთავრობოებით, ქუჩის აქციებით და ასე შემდეგ… როცა ყველა ბერკეტზე უარს იტყვი და არაფერს არ გააკეთებ.. როგორაა გაკონტროლებული ხელისუფლება ამის მაგალითია, რომ გაზის გაძვირება პოსტფაქტუმ გაიგო მთელმა თბილისმა, ანუ, ხელისუფლება ისეა გათავხედებული, არ გრძნობს არავითარ დისკომფორტს, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე, არაფერი, გააძვირეს და მერე უთხრეს ხალხს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.