spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები, იყავით გულწრფელი

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება გულწრფელი პასუხები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

“რვა წლის წინ უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაწირა ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას“? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ „ნამდვილად დაეხმარონ უკრაინას, დასავლეთის ქვეყნებიდან არ არის საჭირო მუდმივად საუბარი მხოლოდ სავარაუდო შეჭრის თარიღებზე“.

 

“ჩვენ დავიცავით ჩვენი მიწა 16 თებერვალს, დავიცავთ პირველ მარტსა და 31 დეკემბერს. ჩვენ სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ეს ნატო-საც ეხება. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში.

 

უსაფრთხოების სისტემა ნელია. ისევ შეფერხებაა გლობალურ დონეზე სახელმწიფოების ეგოიზმის, თავდაჯერებულობის, უპასუხისმგებლობის გამო. შედეგად არის ზოგიერთის დანაშაული და სხვების გულგრილობა. გულგრილობა, რომელიც თანამონაწილედ აქცევს. სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვსაუბრობ ამაზე. თხუთმეტი წლის წინ რუსეთმა თავისი განზრახვა გამოაცხადა, შექმნას გლობალური უსაფრთხოება. რა თქვა მსოფლიომ? – დამშვიდება. შედეგი? – ყირიმის ანექსია და აგრესია ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები