spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – 1921 წლის კონსტიტუცია იყო ცივილიზებული კაცობრიობისთვის ერთ-ერთი სამაგალითო სამართლებრივი აქტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა. 

 

„საქართველოს ვულოცავ 1921 წლის კონსტიტუციის მიღების დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.  განსაკუთრებულია ამ დოკუმენტის როლი როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე მისი სამართლებრივი მნიშვნელობითა და სამართლებრივი ხარისხით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იყო იმ პერიოდის ცივილიზებული კაცობრიობისთვის ერთ-ერთი სამაგალითო სამართლებრივი აქტი,  რომელიც ძალიან ბევრ ფუძემდებლურ,  პროგრესულ იდეას განახორციელებდა და შესაბამისად, იყო სანიმუშო და სამაგალითო. 

 

„სასიხარულოა, რომ საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ კონსტიტუციაც და მთელი სამართლებრივი წესრიგიც სწორედ იმ ტრადიციებზე იქნა დაფუძნებული, რომელიც 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამ დაადგინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები