spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ემილ ავდალიანი – ნებისმიერ ქვეყანას დღეს უკვე ან მოუწევს ოთხივეს აღიარება, ან არცერთის

“ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი ემილ ავდალიანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას ეხმაურება.

 

“დონეცკის და ლუგანსკის აღიარება ჩვენთვის ერთი რამით შეიძლება იყოს მომგებიანი. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება ნაკლებ ქვეყანას მოუნდება. უბრალოდ გაურთულდებათ. 

 

ნებისმიერ ქვეყანას დღეს უკვე ან მოუწევს ოთხივეს აღიარება, ან არცერთის. არამგონია სირიის და ბელარუსის გარდა, რომელიმე სხვა ქვეყანა იყოს, რომელსაც ერთდროულად ოთხი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება უნდოდეს“, – აცხადებს ავდალიანი.

 

ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოკიდებლობა გამოაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები