spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – რუსეთში შექმნილი აქვთ სისტემები, რომლებიც მათ ეხმარება, რომ ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ საქართველოში

რუსეთში შექმნილი აქვთ სისტემები, რომლებიც მათ ეხმარება, რომ ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ საქართველოში. ახლა რუსები გამოიძახეთ მხარდასაჭერად, რომ ეს სიყალბეები მიაწოდოთ ხალხს?, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“მართლაც წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ. მთავრობა, რომელიც უნდა ზრუნავდეს დასაქმებაზე, ფასების დაკლებაზე, იმაზე, რომ ემიგრაციაში ხალხი არ წავიდეს, თურმე რითაა დაკავებული. გუშინ Facebook-მა 76 ანგარიში გააუქმა რუსეთში, 11 ანგარიში Instagram-ის, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა “რუსული კანონის” მხარდასაჭერად, ანუ, “ქართული ოცნების” პროპაგანდის მხარდასაჭერად თურმე, რუსეთში შექმნილი აქვთ სისტემები, რომლებიც მათ ეხმარებიან, რომ ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ საქართველოში. 77 ათასი დოლარია დახარჯული მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთიდან, იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს საქართველოში სიყალბის გავრცელებაში. მე მინდა, ვკითხო “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს – იმ სიყალბეების ტირაჟირება ხომ არ გყოფნით, რასაც საქართველოში აკეთებთ, აქ “ტროლების” და “ბოტების” ქარხანა გაქვთ აწყობილი და ყალბ რეალობას, რომ ქმნით საქართველოში ესეც არ გყოფნით და ახლა რუსები გამოიძახეთ მხარდასაჭერად, რომ ეს სიყალბეები მიაწოდოთ ხალხს? ეს არის თქვენი სახე? რატომ არ დადიხართ ქუჩაში, რომ ადამიანებს ჰკითხოთ – სად არის პრობლემა.

მტრად აცხადებთ ევროპას, ამერიკას, შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აქეთ, თურმე ყალბი ანგარიშები გაქვთ გახსნილი რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ დღესავით ნათელია, 26 ოქტომბერი არის აი, ამ სიყალბეების დასრულების დღე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები