არა მხოლოდ “ოცნება”, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან. ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ, კრიმინალურ ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“არა მხოლოდ “ოცნება”, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან. ჩვენ ვნახეთ ჰელსინკის კომისიის დასკვნა, სადაც დამტკიცდა, რომ საერთაშორისო კრიმინალით არის დაფინანსებული მისი ბანდა, შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ, კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს და გავისტუმროთ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რადგან ისინი ყოველდღიურად საფრთხეს უქმნიან, რეპუტაციას გვილახავენ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წირავენ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
Meta-ს განცხადებით, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშლილია 76 “Facebook” და 11 “Instagram” ანგარიში, ასევე 30 “Facebook” გვერდი.