spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნავთობის ფასების დაწევით უნდა დაიწყოს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნავთობის ფასების დაწევით უნდა დაიწყოს,  –  ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.  

 

მისი თქმით, რუსეთის წინაააღმდეგ აუცილებელია უფრო მასშტაბური სანქციები. 

 

“რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და კრემლის მიმართ წარმოებული პოლიტიკა პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირებისა და ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტის ალტერნატიული გზების ძიებაზე.

 

ევროპამ ძალიან დაიგვიანა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ყატარის ხელისუფლებასთნ, რომელიც არის  გაზის მომპოვებელი მესამე ქვეყანა მსოფლიოში, რომ მისგან მოხდეს თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვა ევროპისათვის, რაც მოხსნის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. 

 

შესაძლებელია დასავლეთის ქვეყნების კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის მოლაპარაკების წარმოება ნავთობის მომპოვებელ – OPEC-ის სახელმწიფოებთან, რომ გაზარდონ ნავთონის მოპოვება,  რასაც დაბლა დასწევს ნავთობის ფასებს და შესაბამისად,  შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს. მგონია, რომ პირველ რიგში ამ მიმართულებით უნდა იქნეს სანქციები დაწესებული”,  – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

 

მისი თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში  ინვესტიციების არჩადება  არ არის სერიოზული სანქცია, რომელიც რუსეთზე გავლენას მოახდენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები