spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ “მჟავე წყლის” ბიუვეტი.

“ახსოვთ აქ მცხოვრებ და ჩამოსულ დამსვენებლებს, რა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო, დღეს ხედავთ, რა ფართო მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. წაღვერი საკურორტო დაბაა და ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება კურორტზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა”, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები