ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია ხობის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ „ქართუს” დაფინანსებით აშენებულ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც ტაძრის კურთხევისთვის მზადება მიმდინარეობს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიის კურთხევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.