spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო

სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო, – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

 

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 36 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 12-მა, ხარვეზებით შეავსო. მათგან 6 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

 

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თითო შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია და ასევე, არ აქვს დეკლარირებული ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 5 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები