spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – რომან სუშენკოს საქმეზე ძირითადი სასამართლო პროცესი შემოდგომაზე უნდა დაინიშნოს

30 ივნისს რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის რომან სუშენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 2016 წლის სექტემბერში დააკავა. როგორც Front News-ს პოლიტპატიმარის ადვოკატმა მრკ ფეიგინმა განუცხადა, ჟურნალისტი 2017 წლის ბოლომდე უნდა შეიწყალონ.

 

– უკრაინელ ჟურნალისტთან რომან სუშენკოსთან ლეფორტოვოს ციხეში რუსი უფლებადამცველები შენიშნეს, როგორ მოხდა ეს?

 

– ეს მოხდა 3 ოქტომბერს, მასთან ნამდვილად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი, ჩემი აზრით, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ვფიქრობ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აუცილებლად ჩათვალა ეჩვენებინა, რომ ის ცოცხალია და ყველაფერი რიგზეა, რადგან ამ დროისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომანის მეუღლემ და უკრაინის კონსულმა მოსკოვში უკვე იცოდნენ, რომ ის დაკავებული იყო. ამიტომ მათ უნდა ეჩვენებინათ დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, ვისაც ენდობოდნენ… რადგან ის ჟურნალისტია. მას ადანაშაულებენ ჯაშუშობაში, თუმცა ის საერთაშორისო ჟურნალისტია, მუშაობდა პარიზში. ასეთი ადამიანის გაუჩინარება დასაწყისშივე სკანდალი იყო. საჭირო იყო ჩვენება, რომ ის ცოცხალია და იმყოფება კარანტინში. ვფიქრობ, მათ უბრალოდ სურდათ იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომ ის ცოცხალია.  ამის შემდეგ უკვე მალევე სკანდალი აგორდა. ახლა უკვე ეს უფლებადამცველი მონიტორინგის კომისიის წევრი აღარ არის. კომისიის შემადგენლობა შეიცვალა და დამოუკიდებელი ადამიანები იქ აღარ დარჩნენ.

 

– არის თუ არა საფრანგეთის მხარდაჭერა ამ საქმეში?

 

– სუშენკოს გათავისუფლების საკითხი სწორედ იმიტომ არის ასეთი მწვავე, რომ მასში ჩართულია საფრანგეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სუშენკო ხომ საფრანგეთის კორესპოდენტი იყო, რომანი წერდა წერილებს, მათ ნაწილს ჩვენ ვაგზავნიდით ოლანდისა და მაკრონის მისამართით. ყველა წერილი ადრესატამდე მისულია, სწორედ ამიტომ მარკონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე “ფრანს-პრესის” კორესპოდენტს უპასუხა კითხვაზე. ასეთი ელემენტი რომ არ ყოფილიყო, რომ რომანი არის უკრაინელი ჟურნალისტი და კორესპოდენტი საფრანგეთში, ეს პრობლემას შექმნიდა. ეს რომ მხოლოდ უკრაინას შეხებოდა, ყველაფერი შეიძლება, ისე მომხდარიყო, როგორც  ყირიმელი პოლიტპატიმრების შემთხვევაში, მათ შესახებ ცოტას თუ ახსოვს.

 

– გქონიათ თუ არა პირდაპირი კონტაქტი საფრანგეთის ხელისუფლებასთან?

 

– დიახ, ნოემბერში რომან სუშენკოს მეუღლესთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდი. რა თქმა უნდა, ვიყავი ელისეს სასახლეში. გარდა ამისა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მოსკოვში საფრნაგეთის საელჩოსთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირ პასუხს ვერავინ გაგვცემს. სუშენკოს საკითხი ხომ კონფიდენციალურია, არავინ რუსეთში საჯაროდ არ განაცხადებს ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ მათთან ასეა მიღებული და მეორე – რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო. საუბარია ჯაშუშობაზე, ჯაშუშობის სკანდალში ჩართვა კი არავის სურს.  უკრაინას და საფრანგეთს სურთ, მოხდეს რაღაც სახის გაცვლა, რაღაც ისტორია, რათა რომანი სახლში დაბრუნდეს. ამიტომ ყველა მხარე დაინტერესებულია ეს პოტენციური ხმაური რომანის სახლში დაბრუნებით შეიცვალოს.

 

– რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ პუტინი პირადად არის რომან სუშენკოს საკითხით დაკავებული?

 

– რა თქმა უნდა, პუტინი არ არის ყველა პოლიტპატიმრის საკითხით პირადად დაკავებული, მაგრამ სუშენკოს შემთხვევაში ასეა. ეს აბსოლუტურად ასეა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია წყაროებისგან. თავად პოროშენკომ განაცხადა, რომ რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა პუტინს სუშენკოს შესახებ. პუტინი ერიდება ასეთ საუბარს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დაკავებულია რომანის ბედით. ეს დაკავშირებულია რომან სუშენკოს შვილის მაქსიმის წერილთანაც, მე გადავეცი ეს წერილი პუტინის მრჩეველ ფედოტოვს, მან კი ადრესატს გადასცა. შემდეგ ამაზე მთელი სკანდალი იყო, საბოლოოდ დაადასტურეს, რომ წერილი წაიკითხეს, თუმცა რომან სუშენკოსთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. სტანდარტული ფრაზებიდან სრულიად გასაგებია, რომ უკრაინელი პოლიტპატიმრებიდან სუშენკოს ნომერ პირველი თავის ტკივილია.

 

– რისი მიღება სურს რუსულ მხარეს სუშენკოსგან?

 

– რუსულ მხარეს ყველაფრისგან მაქსიმუმის მიღება სურს ყოველთვის, ეს ეხება სანქციების მოხსნას, საფრანგეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, უნდა გვესმოდეს, რომ რომან სუშენკოს კონტექსტში, საფრანგეთი პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მათთვის საფრანგეთი უცხო ადგილი არ არის. პრობლემის საფუძველი მათ კერძო ინტერესებში უნდა ვეძებოთ. იქ მისმა ცოლმა და ქალიშვილმა იყიდეს სახლები, პრესმდივან პესკოვის ქალიშვილიც კი პარიზში ცხოვრობს. საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ურთიერთობების გაფუჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ ყველაფერს დაუბლოკავენ, ამ პირების მიმართ სანქციებს დააწესებენ და საკუთარი სახლებიდან გამოაძევებენ. ამიტომ საფრანგეთთან მაქსიმალურად კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდებიან და ამ ურთიერთობების შენარჩუნებისთვის რომან სუშენკო დაბრკოლება არ იქნება. მაკრონის არჩევის შემდეგ, მათ ის სრულფასოვან პარტნიორად წარმოუდგენიათ. რომან სუშენკო შესაძლოა, რუსეთ-საფრანგეთს შორის ურთიერთობების დამყარების ელემენტად იქცეს.

 

– რა პარალელის გავლება შეიძლება ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან?

 

– პირდაპირის, სცენარი მეორდება, თუმცა რაღაც ვარიაციებით. სავჩენკოს საქმეში ყველაფერი საჯარო იყო, პროცესუალური ინფორმაციის გასაჯაროება შეზღუდული არ იყო, აქ კი სახელმწიფო საიდუმლოა. თუმცა საქმე პოლიტიკურია და დეტალები მნიშვნელოვანი არ არის. სავჩენკოს საქმე შეწყალებით მოგვარდა. ადამიანებს არ ესმით ეს როგორ მუშაობს. ეს ყველაფერი პოლიტიკურ საქმეში სავალდებულო მეთოდია. საკითხი პუტინის, პოროშენკოს და მაკრონის დონეზე უნდა გდაწყდეს. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება სუშენკოს გათავისუფლების საკითხი ყველგან უნდა დააყენოს. ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

 

– რა დონეზე განიხილება სუშენკოს გაცვლის ვარიანტი?

 

– გაცვლასთან დაკავშირებით საჯაროდ განცხადება არავის გაუკეთებია და არ გააკეთებს. უკვე არსებობს გარკვეული პრაქტიკა ნადეჟდა სავჩენკოს და აფანასიევის შემთხვევაში. არსებობს მხოლოდ უკრაინის უშიშროების საბჭოს ირიბი განცხადება… ეს არის სუფთა ტექნიკური მოლაპარაკებები სპეცსამსახურების და არა პუტინის დონეზე, მან პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს გააკეთებს თუ არა მას. პროცესუალური ფორმები დაცული იქნება. მე როგორც ადვოკატი პროცესუალურ ფორმებზე ვაგებ პასუხს. ანუ შეიძლება ითქვას, ეს იქნება ორმხრივი შეწყალება. ვისზე სურს რუსეთს სუშენკოს გაცვალ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

 

– როდისთვის შეგიძლიათ რომან სუშენკოს გათავისუფლების პროგნოზირება?

 

– წლის ბოლომდე, ასეთია პროცესუალური ვადები. ანუ ჩვენ თეორიულად შეგვიძლია პირველი ინსტანციის საქმის დასრულება და გასაჩივრება წლის ბოლომდე. როდესაც განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, პუტინს შეუძლია იმ მომენტიდან მისი შეწყალება. ამჟამად ფორმალურად პუტინს მისი შეყალება არ შეუძლია და შემდეგ ეს წინააღმდეგობა მოხსნილი იქნება. ჯერ განაჩენი უნდა შევიდეს ძალაში.

 

თუ რუსეთს და უკრაინას შორის რაღაც გამწვავება მოხდება, ეს შეიძლება გადაიდოს. შეგახსნებთ, რომ სენცოვი უკვე 4 წელია, ციხეშია, თუმცა მისი გაცვლაც იგეგმებოდა. 

 

ბევრი ამბობს, რომ წყნარად უფრო მალე შეიძლება შეთანხმების მიღწევა, მაგრამ რატომ ვერ მივაღწიეთ სენცოვთან დაკავშირებით? წყნარად დაველოდეთ სასამართლოს და რა შედეგია? გამოდის, რომ აქ სხვა მექანიზმი მუშაობს. 

 

– გაუგრძელებენ თუ არა სუშენკოს პატიმრობის ვადას?

 

– ერთმნიშვნელოვნად სასამართლო პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ იქნება. სავარაუდოდ, ვადა გაგრძელდება 30 აგვისტომდე, ვიდრე მისი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე არ იქნება მიღწეული, საქმეში არანაირი ცვლილება არ იქნება და ტყუილად ნუ გვექნება ილუზიები. მე ვფიქრობ, საუკეთესო შემთხვევაში სასამართლო შემოდგომაზე დაინიშნება, ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია, ეს დაცვაზე დამოკიდებული არ არის. 

 

– იქნებიან თუ არა დაცვის მხარის მიერ მოწმეები წარმოდგენილი?

 

– ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა, ჩვენ არ გვაცნობენ რიგ მასალებს, ამიტომ ამ დრომდე არ გვაქვს ბრალდების საბოლოო სახე. ვერ ხერხდება ჩამოყალიბება საბოლოოდ, რადგან ბევრი დოკუმენტი დღემდე დახურულია. 

 

– სუშენკოზე ზეწოლა ხორციელდება?

 

– რუსული მხარე მასთან არ მუშაობს საერთოდ, მასზე საერთოდ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, არავინ შესულა მასთან, დაკავების გარდა, მასთან არც ერთ ოპერატიულ თანამშრომელს მასთან არ უსაუბრია, ციხის თანამშრომლები კი მხოლოდ ყოფით საკითხებს აგვარებენ.

 

– ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდეთ?

 

– კანონმდებლობის შესაბამისად, მე არანაირი შეზღუდვა არ არის, მაგრამ ამ საპყრობილესთან პრობლემა, რადგან ლეფორტოვოში მუდმივად გიგანტური რიგებია. იქ არის 400 კამერა და 180 პატიმარი, სულ 6 საადვოკატო კაბინეტი. მარტივი არითმეტიკაა, რომ 5 სამუშაო დღეს, 6 სამუშაო საათის განმავლობაში ყოველდღიურად 12-დან 15-მდე შეხვედრა ხერხდება, ამიტომ ადვოკატებმა დამოუკიდებლად გამოვნახეთ გამოსავალი – ყველას აქვს კვირაში ერთხელ გარანტირებული ნახვის უფლება. თუმცა რამდენადაც არის სასამართლოები და საგამოძიებო მოქმედებები, საშუალოდ, მე რომანს კვირაში ორჯერ ვხდები. დროის მხრივ შეზღუდვა არ არის და ამიტომ ხშირად ვარ მასთან 2-3 საათი, ან უფრო ხანგრძლივი დროითაც.

 

– როგორ მოხდება რუსეთში მყოფი სხვა უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლება?

 

– ეს ძალიან რთული საკითხია. ჩემი აზრით, რიგ საქმეებში დაცვის მხრიდან დაშვებული იყო სერიოზული შეცდომები. ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, თუ ამას არ გავაკეთებთ სენცოვი კიდევ დიდხანს იჯდება. შტიბლიკოვთან დაკავშირებით საერთოდ სამწუხარო სიტუაციაა. საჭიროა კონსოლიდაცია, უნდა ვიმუშაოთ, რომ ინდივიდუალურად გაათავისუფლონ, ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს, საჭიროა სხვადასხვა ხარისხის ზეწოლა რუსეთის ხელისუფლება, ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და საქმეებს ამ პოლიტიკური მეთოდოლოგიით უნდა მივუდგეთ.

 

– რუსეთის მხრიდან დევნის არ გეშინიათ?

 

– ჩემი მისამართით მუქარა მუდმივად ისმის უკვე ბევრი წელია, თუმცა მე ეს არ მაღელვებს. რუსეთში ტიპიური ავტორიტარული სისტემაა, მათ არაფრის გაკეთება შეუძლია დაპატიმრების გარდა, ისევე როგორც ნემცოვის შემთხვევაში მოხდა. ახლა იქ ისეთი სიტუაციაა, როდესაც ერთი მხრივ დასავლეთისთვის უნდა წარმოაჩინონ რაღაც უცნაური დემორატია ცენტრისტული ელემენტებით, მეორე მხრივ კი გააგრძელონ ხრახნების მოჭერა თავად ქვეყნის შიგნით. რუსეთის შიგნით არიან ოპტიმიზირებული ერთეულები, როგორიც მე ვარ. ჩვენ ძალიან ცუდი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთში, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, რუსეთში ასეთი რეჟიმი უკვე აღარ იარსებებდა. მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ და ამის დადასტურებაა ბოლო მიტინგები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები