spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, პრორუსულ ძალებს საქართველოში დასაყრდენი არ აქვს

ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, პრორუსულ ძალებს საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რუსეთის აგრესიის ზრდის ფონზე ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურების შესახებ  განუცხადა. 

 

მისი განმარტებით, პრორუსული  ორგანიზაციები,  ერთის მხრივ,  ცდილობენ პუტინს თავი მოაწონონ, მეორეს მხრივ კი,  ქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი ქვეყანაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. 

 

“თითქოს 50-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომელიც  ხელს აწერს  პუტინისადმი გაგზავნილ ღია წერილს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის რუსული ორიენტაციის მომხრე, სინამდვილეში ეს ასე არ არის. არავითარი გავლენის მქონე ორგანიზაციები ესენი არ არიან.

 

აქ არის ორმხრივი ინტერესი. – რუსეთის ინტერესია, აჩვენოს,  რომ საქართველოში არიან მნიშვნელოვანი  ძალები, რომლებიც მისი მომხრეა. ამის მიზანია ასევე, რომ საზოგადოება დაარწმუნონ,  თითქოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ემხრობა ქვეყნის ნატოში გაწევერიანებას,  რომ უმრავლესობა პრორუსული პოლიტიკის მომხრეა. ამით სურთ ის ხალხი, ვინც ნატოს ემხრობა, დაარწმუნონ, რომ ისინი უმცირესობაში  არიან – გაჩუმების მეთოდი არსებობს ასეთი, პოლიტოლოგიაში “შილერის ეფექტს” ეძახიან, დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მესამე – ამ პრორუსული ძალების ინტერესია, თავი გამოიჩინონ, პრაქტიკულად ითხოვენ – “ჩვენ ერთგულად გემსახურებით, მოდი, ფული მოგვეცი”.  არსებობს ასეთი რუსული ფონდები,  რომლებიც აფინანსებენ ასეთი ტიპის  ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიუკურ პარტიებს”, – განაცხადა ჩიტაძემ.  

 

კითხვაზე, ხომ არ ემზადებიან ეს ძალები რუსეთის წარმატების შემთხვევაში ხელისუფლების ჩასანაცვლებლად, ჩიტაძე პასუხობს, რომ ამის სურვილი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ხალხზე.

 

“ამ ძალებს არ აქვს ქვეყანაში ისეთი მხარდაჭერა,  რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ, მათი აქტიურობა არის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები