spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – სანქციები ვერ გააჩერებს და ვერ შეცვლის პუტინის გეგმებს, მაგრამ მის რეჟიმს პრობლემა უნდა შეუქმნას

სანქციები ვერ გააჩერებს და ვერ შეცვლის პუტინის გეგმებს, მაგრამ სანქციებმა პუტინის რეჟიმს უნდა შეუქმნას პრობლემა, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველო დროა,  გადავიდეს მოქმედების ფაზაზე  და შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისათვის  დაწესებულ სანქციებს. 

 

“სანქციები ვერ გააჩერებს და ვერ შეცვლის პუტინის გეგმებს, მაგრამ სანქციები რასაც გამოიწვევს, იმან უნდა შეუქმნას პუტინის რეჟიმს პრობლემა. ასე ვხედავ სანქციის შედეგებს, ვიდრე, რომ პუტინს ამის შეეშინდება და გაკეთილშობილდება უვებ. 

 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ დავინახეთ რომ ხელისუფლებამ დაიწყო პირდაპირი რეაგირება, პრემიერ-მინისტრმა “ტვიტი” გააკეთა და რუსეთი ახსენა პირდაპირ, რა მოხდა? მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ზუსტად ერთი დიდი ნაბიჯით ჩამორჩება ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციას. როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ მკაცრი განცხადებების დონეზე, ჩვენ ვიყავით სიჩუმის დონეზე, ახლა ევრობა და შეერთებული შტატები გადავიდნენ მოქმედების დონეზე და ჩვენ “ავედით” განცხადებების დონეზე. ეს არაფერს შველის, ამას არავინ უყურებს. ჩვენ თუ მართლა გვინდა, რომ სწორ ადგილას დავდგეთ, მოქმედებების კონტექსტში უნდა დავეწიოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დავუწესოთ იმ 350 დეპუტატს სანქციები ჩვენც, ორი რუსული ბანკი რომ არის, რომლებიც ბრიტანეთმა დაასანქცირა, ჩვენც დავუწესოთ სანქციები. ბაიდენმა რომ პირველად სანქციები მიიღო და ვიღაცები ქირქილებდენ, რა სანქციები ეგ არისო, ეს არის ჩვეულებრივი სანქციები, რომელიც აუცილებლად უნდა დადებულიყო, ჩვენც დავაწესოთ ეს სანქციები. თუ ახლა ჩვენ მოქმედების ფაზაზე არ გადავალთ, ეს დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც სიჩუმის ფაზა იყო, იმასთან მიმართებით, რაც დანარჩენი მსოფლიო რუსეთთან დაკავშირებით აკეთებდა”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები