spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, აგრესორის ავიდარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

მისი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაღუპულია ბროვარის სამხედრო ქალაქში, დაჭრილია ერთი და დაშავებულია 5.

 

მარიუპოლში დაჭრილია ბავშვი და კიდევ სამი ადამიანი.

 

მისივე ცნობით, აფეთქებები ისმის სხვადასხვა ქალაქებში.

 

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, სამხედროებს შორის დანაკარგი არ არის.

 

მისივე თქმით, ჩამოგდებულია 5 რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, განადგურებულია ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები