spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გობრონიძე – 2008 წელს ევროპას გაუჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თვალი დახუჭეს ჩვენს პრობლემაზე, დღეს მიიღეს კრიზისი ევროპის უდიდეს სახელმწიფოში

2008 წელს ევროპას გაუჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თვალი დახუჭა ჩვენს პრობლემაზე, დღეს მიიღეს კრიზისი ევროპის უდიდეს სახელმწიფოში, –  ამის შესახებ Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა  გიორგი გობრონიძემ  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ახლა მაინც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი იმ აბსურდს, რომელიც ჩაიწერა ტალიავინის დასკვნაში, რომ 2008 წელს ომი საქართველომ  დაიწყო. 

 

“2008 წელს ევროპას გაუჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა.  ახლა მაინც ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გაეცეს  იმ აბსურდს,  რომელიც ჩაიწერა ტალიავინის კომისიის დასკვნაში და იმ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომელიც მუსირებს, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაშიც, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები, უნდა გაეცეს სათანადო და სწორი პასუხი.

 

ახლა ხომ მაინც ხედავს ყველა, რაც ხდებოდა 2008 წელს? სხვა არაფერი, თუ არა სტანდარტული რუსული სცენარით მოქმედება მეზობელი ქვეყნის მიმართ სამხედრო ინტერვენციის განსახორციელებლად“ – განაცხადა გობრონიძემ. 

 

მისი განმარტებით, რუსეთი მოქმედებს იგივე სცენარით, რაც საქართველოს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა. 

 

“აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო საფრთხე 2008 წელს მყისიერად არ დამდგარა,  2005 წლიდან იწყება სამხედრო სცენარის პირველი სამზადისი. ჩვენ შეგვიძლია ქრონოლოგიურად და ფაქტებით გავყვეთ, თუ როდის რა ნაბიჯი გადადგა მოსკოვმა. 

 

2005 წელია ის წყალგამყოფი თარიღი, როდესაც ახალ უსაფრთხოების კონცეფციაში ჩაწერა მოსკოვმა, რომ მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე  თავის მოქალაქეებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიცავს, იმავე წელს არათუ საერთაშორისო, საკუთარი კანონმდებლობის გვერდის ავლით  გახადა უკიდურესად ინტენსიური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის  ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე პასპორტიზაციის პროცესი, რითაც,  ფაქტობრივად, დაიწყო საკუთარი მოქალაქეების რაოდენობის ხელოვნურად ზრდა. ამას მოყვება უკვე 2006-ში აფხაზეთში  სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რემონტი, ცალმხრივი გამოსვლა დსთ-ს ფარგლებში  დადებული ხელშეკრულებიდან, ღიად დაწყება ეკონომიკური კოლაბორტაციის საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმებთან. 2007 წელს უკვე პროვოკაციულ ქმედებათა სერია, 2008 წელს დაანონსებული სწავლება „კავკასია – 2008“ , სადაც 100 ათასამდე ადამიანი მოგვაყენა საზღვარზე. როგორ ჰგავს სცენარები ერთმანეთს!  საბოლოო ჯამში,  იქნება მითოლოგია იმაზე, რომ თურმე სადისტმა ქართველებმა მძინარე ცხინვალს დაარტყეს, სადაც  2 ათასამდე მოქალაქე მოკლეს. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ფიქტიურად გარდაცვლილი 2 ათას ოსის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაახდევინეს რუსეთის ეკლესიის პატრიარქს. არარსებული გარდაცვლილების პანაშვილი გადაახდევინეს, რომ მეტი დამაჯერებლობა შეეძინათ თავიანთი აბსურდის თეატრისთვის. 

 

იმედია, ახლა მაინც შევძლებთ ჩვენ და  ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი დიპლომატიის, რომ ყველას დავანახოთ,  რომ ეს იყო ისეთივე აგრესია საქართველოს მიმართ, როგორიც არის უკრაინის მიმართ.  უფრო მეტიც,  მაშინ რომ ევროკავშირმა გამოიჩინა ძალიან დიდი პასიურობა, 60 დღე შეწყვიტა ურთიერობა და სულ ეს იყო, ღრმა შეშფოთებით შემოიფარგლა, დღეს იმიტომ აქვთ პრობლემა უკვე ევროპის უდიდეს სახელმწიფოს გადასარჩენად. მაშინ შეიძლება ითქვას, დახუჭეს თვალი ჩვენს პრობლემაზე, რომ კომფორტის  ზონიდან არ გამოსულიყვნენ, დღეს მიიღეს კრიზისი ევროპის უდიდეს სახელმწიფოში“, –  განაცხადა გობრონიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები