spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში მასშტაბური საგაზაფხულო დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში მასშტაბური საგაზაფხულო დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს.  

 

დასუფთავებით სამუშაოებს  ა(ა)იპ ბორჯომის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან” ერთად  “ბორჯომის გამწვანების სამსახური” ახორციელებს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, სუფდავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ინტენსიურ რეჟიმში ხდება  საფეხმავლო ბილიკებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტომოსაცდელების, მოაჯირებისა და  ურნების რეცხვა. ასევე, ბორჯომში მოსული  უხვი ნალექის გამო, ქვა-ღორღისაგან იწმინდება ქალაქის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია  მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ხდება ქუჩების რეცხვა.

 

ცენტრალური ქუჩების დასუფთავების შემდეგ დაიწყება სხვადასხვა უბნების დასუფთავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები